LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-ს საიუბილეო მოდელი სრულიად ახალ დიზაინს მიიღებს

86
bentley19

Bentley 100 წლის იუბილესთვის ემზადება და განსაკუთრებულ ახალ კონცეპტს ამზადებს. ავტომობილი განასახიერებს იმას, თუ როგორ შეიცვლება ბრენდის დიზაინი მომავალ ათწლეულში.

„ეს ჩვენი მომავლის ხედვაა“ – განაცხადა Bentley-ს მთავარმა სტილისტმა. ბუნებრივია, დიზაინერები 100 წლით მომავალში არ იყურებიან და ცდილობენ მხოლოდ 20-30 წელს გადააბიჯონ. სწორედ ამიტომ, მათი ქმნილება არა კოსმოსური ხომალდი, არამედ აბსოლიტურად ჩვეულებრივი Bentley-ს ავტომობილი იქნება.

კონცეპტის ვიზუალზე სპეციალისტები 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა დასასრულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. შოუ-ქარის სტილისტიკას ინოვაციური ეწოდა და რამდენიმე ახალი გადაწყვეტა სერიულ მოდელებზეც აისახება.

გავრცელებული ჭორებით, საიუბილეო პროტოტიპი ეს იქნება კუპე, რომელიც Bentley EXP10 Speed 6-ისგან დაიბადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g