Bentley Mulliner–ის ატელიეში ექსკლუზიური კაბრიოლეტების აწყობაზე ალაპარაკდნენ. ბრენდის ხელმძღვანელმა TopGear–ს მისცა ინტერვიუ, სადაც აღნიშნა რომ სპეც–ვერსიის სპეციფიკა მთლიანად დიზაინერებსა და ასევე მათი ერთგული კლიენტების მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული.
Bentayga–ს კაბრიოლეტის შექმნისას მთავარი რამ, რასაც ბრენდი გაითვალისწინებს Bentley–ს სტილთან მსგავსება იქნება. წესით, მდიდრული კროსოვერი, მოძრავი სახურავით, პოტენციურ მყიდველთა შორის პოპულარული უნდა გახდეს.
მოდელი მასობრივი არ იქნება, ტირაჟი შეზღუდული რაოდენობით გამოვა და შეკვეთის გაკეთებას მსურველები ჯერ კიდევ წარმოების დაწყებამდე შეძლებენ. ანუ, სქემა ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც ორადგილიანი Bacalar–ის შემთხვევაში მოხდა. სპორტქარის საწყისი ღირებულება 1,5 მილიონი ფუნტი იყო, თუმცა ამ ფაქტმა ვერავინ შეაშინა და მთელი ტირაჟი გამოსვლამდე გაიყიდა.