Bentley თაფლის წარმოებას იწყებს. მწარმოებელმა 120 ათასი ფუტკარი შეიძინა
კომპანია Bentley „მწვანე“ ინიციატივებს უერთდება და ყველაზე დიდი ეკოლოგიური პარკინგის შექმნის შემდეგ ფუტკრების მომრავლებას შეუდგა. იდეის ავტორებს თაფლის დამზადება და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში თავისი წვლილის შეტანა სურთ. ამჟამად Bentley-ს 2 სკა აქვს და ზაფხულის ბოლოსთვის 30 კგ-მდე მოსავლის აღებას გეგმავს.
მწარმოებლის სპეციალისტებმა ადგილობრივი მეფუტკრეები დაიხმარეს და მწერებს საარსებოდ იდეალური პირობები შეუქმნეს. მართალია, „ბენტლის“ სკები Porsche-ს მეურნეობას ჯერ ვერ შეედრება, თუმცა ბრიტანული ბრენდი მთელ საწარმოს მზის ენერგიით ასაზრდოებს.
