LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley თავის ისტორიას 30 კილოგრამიან წიგნში მოყვება

111

Bentley თავის ისტორიას 30 კილოგრამიან წიგნში მოყვება. ბრიტანული ავტომწარმოებელი თავისი 100 წლის იუბილესთვის ემზადება და წიგნიც სწორედ ამ თარიღს მიეძღვნება.

გამოცემა რომელსაც Bentley Centenary Opus ეწოდება,  ბრენდის ისტორიას და სამომავლო გეგმებს გააერთიანებს. წიგნის თითოეული გვერდის ფართობი 0,5 კვ/მ იქნება, მასა კი არც მეტი არც ნაკლები 30 კგ. მწარმოებლის ინფორმაციით, უნიკალურ გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება – „ლე-მანის“ გამარჯვებებს, გასული საუკუნის 20-იან წლებს, მარკის საკულტო მოდელებს და ასევე იმ ადამიანებს მიექცევათ, ვის გარეშეც Bentley არ იარსებებდა. ამასთან, გამომცებლებმა გამოკითხეს ინჟინერები, დიზაინერები და ტოპ-მენეჯერები, რათა დაედგინათ თუ როგორი იქნება ბრიტანული ავტომწარმოებლის უახლოესი მომავალი. როგორც წიგნშია ნახსენები, Bentley Centenary Opus-ს სამ ვარიანტში გამოუშვებენ – Mulliner, Centenary და Crewe.

აღსანიშნავია, რომ მათგან პირველი ორი დიდ ფორმატში, მესამე კი შედარებით კომპაქტურ ვარიანტში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები