კომპანია Bentley კროსოვერი–ლიმუზინის Bentayga Extended Wheelbase–ს პრემიერისთვის ემზადება. ყველგანმავალის გადაღება თვითმხილველებმა გერმანიის ტერიტორიაზე შეძლეს. სიახლე სავარაუდოდ, Range Rover Long–ისა და Mercedes-Maybach GLS–ის მთავარი კონკურენტი გახდება.
მოგრძო ბაზიანი Bentley–ს შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება და თუკი ფოტოების მიხედვით ვიმსჯელებთ, სიახლე წინა ვერსიებისგან მხოლოდ გადიდებული უკანა კარით განსხვავდება. ბრიტანული ფირმის ინჟინერებმა მგზავრებისთვის სივრცე მაქსიმალურად კომფორტული გახადეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, Bentayga EWB ოთხ–ძრავიანი იქნება, ყველა მგზავრს შეეძლება რომ სავარძლის მდგომარეობა სურვილის მიხედვით შეცვალოს და ისე მოეწყოს, როგორც მოესურვება.

ახალი Bentayga მხოლოდ ბენზინის V8 და W12 ძრავებით იქნება უზრუნველყოფილი. თუკი სატესტო პროტოტიპს დავაკვირდებით, ის 12–ცილინდრიანი ტურბოძრავით გადაადგილდება.
და ბოლოს, მოდელის პრემიერა უახლოეს თვეებში შედგება და გაყიდვები 2021 წლიდან დაიწყება.

