LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მარკირება დაიწყება

45

უახლოეს მომავალში საწვავის მარკირების პროცესი დაიწყება, რომელიც მომხმარებელს საწვავის ხარისხის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესისთვის პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და შესაბამის მარკებს გარემოს დაცვის სამინისტრო ამ აქციაში ჩართულ საწვავის მწარმოებლებსა თუ იმპორტიორებს მიანიჭებს.

„ამ პროცესში ნებაყოფლობით ჩაერთვებიან იმპორტიორები, ასევე, ადგილობრივი მწარმოებელი, რომლებიც ბაზარზე ძალიან მცირე მოცუილობის საწვავს ქმნიან თუმცა, მათი საწვავის ხარისხი ხშირად ძალიან დაბალი ხარიხისაა და გოგირდის შემცველობისა. პროცესი, რომელიც დავიწყეთ ძირითად ოპერატორებთან კოორდინაციაში, გულისხმობს მარკირებას, რომ მომხმარებელი წინსაწარ ინფორმირებული იყოს საწვავის ხარისხის შესახებ. ასევე გულისხმობს მოულოდნელ შემოწმებებს როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე ნებისმისრი დაინტერესებული პირის ან არასამთვრობო სექტორის მხრიდან“ – განაცხადა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმება საწვავის ძირითად იმპორტიორებთან უკვე მიღწეულია. ამ შეთანხმების საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, რომ მარკირება დაიწოს და იმ განაცხადების საფუძველზე რომელსაც წარმოადგენენ იმპორტიორები და გასცეს დადეგილი ფორმის, ზომის და ფერის მარკა, რომელიც მიუთითებს რა ხარისხის და სტანდარტის ბენზინი იყიდება კოკრეტულ ბეზინგასამრთ სადგურზე.

„საწვავის ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მას დოკუმენტურად მოყვება, ძალიან დიდია. ჩვენი ლაბორატორიებით ვერ შევძლებთ რომ ყველა კომპონენტზე შევამოწმოთ, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით ძირითად პარამეტრებზე შემოწმებაზე. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც მივა ბენზინგასამართ სადგურზე და დაინახავს ამ მარკას, ეს გაუჩენს გარკვეულ ნდობას პროდუქტისადმი, მაგრამ იმისათვის, რომ ვინმემ არ ითაღლითოს და ცუდი ხარისხის საწვავი არ გაყიდოს, ჩაირთვება მოლოდნენლი შემოწმებების მექანიზმი“ – აღნიშნა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის ადმინისტრაციული აქტი და ჯერჯერობით სავალდებულო გახდეს. მინისტრის განმარტებით, საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.

 

წყარო: fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები