გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 10 თეთრით გაძვირდა. ფასმა მოიმატა როგორც ადგილობრივ ტრანსპორტზე ასევე, სოფლებისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსებზე.
მძღოლები მგზავრობის ფასის ზრდას ბენზინის ფასს უკავშირებენ.
ქალაქში და ქალაქიდან მოძრავი სამარშუტო ტაქსები და ავტობუსები კერძო კომპანიის მფლობელობაშია, შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ისინი ტრანსპორტის ფასს ვერ აკონტროლებენ.
“ტრანსპორტი კონკრეტული შპს–ს მფლობელობიაშია და ჩვენ მათ ფასების რეგულირებაში ვერ ვერევით”, – განაცხადეს მუნიციპალიტეტის მერიაში.