LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა იკლო

150

საქართველოში 2017 წლის თებერვალში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა იკლო.

ამ პერიოდში სულ ქვეყანაში  72,2 ათასი ტონა ნავთობი შემოიტანეს, რაც  2,4 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 36,1 ათასი ტონა.

 

სტატისტიკა იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით

ქვეყნების მიხედვით 2017  წლის თებერვალში  ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან  – 20,8 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 28,8%),  რუმინეთიდან – 19,1 ათასი ტონა (26,5%), ბულგარეთიდან – 13,8 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანიდან 12,6 ათასი ტონა (17,5%),  თურქმენეთიდან – 3,0 ათასი ტონა (4,1%), საბერძნეთიდან –  1,6 ათასი ტონა (2,2%), კვიპროსიდან – 1,3 ათასი ტონა (1,8%).

 

საწვავის კატეგორიების სტატისტიკა

რაც შეეხება საწვავის კატეგორიებს, 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 26,9 ათასი ტონა ანუ 74,5 %;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი –  9,2 ათასი ტონა ანუ 25,5%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი – თებერვალში არ განხორციელებულა. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,1 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი თებერვლის თვეში არ განხორციელებულა.

 

სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებ

2017 წლის თებერვალში საქართველოში 2,3 ათასი ტონა  სანავთობო ბიტუმი იმპორტირდა, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 43,5%-ით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილის იმპორტი –  69,6 % ირანის ისლამური რესპუბლიკიდან განხორციელდა.

2017 წლის თებერვალში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 6,6%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ამავე პერიოდში, საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,7 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 2,7%-ით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

magti 5g