ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დაკავებული გიორგი ბარამიძე მხნედ არის.
ამირან გულუაშვილი: „გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით“
როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ იმსჯელებს.
„გიორგი არის მხნედ. აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება. ამ ბრალდებას არანაირი იურიდიული წინაპირობა არ გააჩნია და ეს ბრალდება უნისონში მოდის მის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან“, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
