LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ბასილაია: სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი არც კი განგვიხილავს, იმდენად ნათლად საუბრობს, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი

58
ბექა ბასილაია

„საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი არც კი გვისაუბრია და განგვიხილავს, იმდენად მკაფიოდ და ნათლად საუბრობს, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

სააკაშვილის ექიმი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს: პროგნოზი ყველა ვარიანტში არის ერთი – ლეტალური გამოსავალი ანუ სიკვდილი

ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად იმდენად მტკიცედაა, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ შიმშილობის ყოველი დღე უკავშირდება ახალ სირთულეებს. ამავდროულად, შიმშილობის ყოველი დღე უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცეს და მორალურ მხნეობას. მორალურად არის იმდენად მტკიცედ, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა.

არც კი გვისაუბრია და განგვიხილავს საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი, იმდენად მკაფიოდ და ნათლად საუბრობს, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი“, – აღნიშნა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შვილები შევიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები