LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ბროლაძე: „სამთავრობო კონცერტზე ორ სიმღერაში მიხდიან იმ რაოდენობის თანხას, რამდენიც 3 თვის ხელფასი უნდა ავიღო ბანკში, მაგრამ კონცერტები არ არის სტაბილური…“

673
ბექა ბროლაძე

მომღერალი ბექა ბროლაძე ჟურნალ „სარკესთან“ შემოქმედებით სიახლეს აანონსებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას მალე ახალ სიმღერასა და კლიპს წარუდგენს.

გარდა მომღერლობისა, ბექა ბროლაძე ბანკში მუშაობს, სადაც სრულიად განსხვავებული იმიჯითაა: „მაგრამ ეს ყველაფერი მთავრდება 6 საათზე, რაც ხელს არ უშლის ჩემს მუსიკალურ საქმიანობას. ხან სასაცილო სიტუაცია იქმნება, როცა ჩემთან მოდის მომხმარებელი, რომელსაც, ვთქვათ, იპოთეკური სესხის დამტკიცება უნდა. დაეჭვებით მიყურებს და ღიმილით მეკითხება: „თქვენ უნდა გამიკეთოთ სესხი?“

სიმართლე გითხრათ, სამთავრობო კონცერტზე ორ სიმღერაში მიხდიან იმ რაოდენობის თანხას, რამდენიც 3 თვის ხელფასი უნდა ავიღო ბანკში, მაგრამ კონცერტები არ არის სტაბილური.

დღემდე მაქვს რესტორნებიდან და ღამის კლუბებიდან შემოთავაზება, მაგრამ იქ არ არის ისეთი ანაზღაურება, რომ მიღირდეს სამსახურსა და სტაბილურ შემოსავალზე უარის თქმა…“

ცნობილი ვარსკვლავების ვიდეო ბათუმობის კულისებიდან: „ბათუმს, ქათქათას“

ბექა ბროლაძემ კლიპის პრემიერა დაბადების დღეს დაამთხვია – „სადღესასწაულო ტორტიც კი არ მიჭამია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g