კონცეპტArt 31 ივლისს ბექა გოჩაშვილის კონცერტს წარმოგვიდგენს ბათუმში, კლუბში „სოჰო“. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ახლახან გავრცელდა:
„გერმანიაში დაგეგმილი აუდის საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ, ძნელი გამოსაცნობი არ არის ვინ გახსნის ბათუმის აგვისტოს სეზონს!
31 ივლისის ღამეს SOHO BATUMI და კონცეპტArt წარმოგიდგენთ ძალიან მაგარი მუსიკოსების განსაკუთრებულ კოლაბორაციას.
ბექა გოჩიაშვილი თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელთან, ცნობილ ალტისტთან გიორგი ცაგარელთან და MC ამიკო ნინუასთან ერთად!
ტრიო ლევან დეისაძისა და ზაზა ცერცვაძის უცვლელი შემადგენლობით!
ბილეთების ფასი: 30 ლარიდან.
მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ: 595 53 57 57“.