ბექა გოჩიაშვილი „სხვა ნანუკას“ ეთერში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს და აღნიშნავს:
„მოგესალმებით, მინდა გამოვხატო ჩემი აზრი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ძალიან მაგარი ფაქტი მოხდა მისი ჩამოსვლით, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანისთვის. მეორე ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შინაგან თავისუფლებას და ამ ქვეყნის წინსვლის სურვილს ეს ვერ შეაჩერებს, პირიქით, უფრო გააღვივებს და ამ ბრძოლაში მას ბოლომდე გვერდით ვუდგავართ, არავითარ შემთხვევაში არ გვავიწყდება მისი ღვაწლი ქვეყნისა და ყველა ჩვენგანის მიმართ. ვუსურვებთ მხნეობას. რაც მთავარია ჯანზე იყოს, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ამისთვის ხელს და ბრძოლაში ვართ ყველა ერთად!..“