LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 25 დეკემბერს კონცერტს გამართავს

179

წარმატებული ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 25 დეკემბერს დიდი კონცერტისთვის ემზადება. ღონისძიება უკვე დაგეგმილია და ის თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ეს არის ახალი პროექტი, რომელიც ბექა გოჩიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა მოამზადეს.

სხვათა შორის, ამ პროექტის, ასე ვთქვათ, რეპეტიცია, ოღონდ ორკესტრის მცირე შემადგენლობით და ბექას ბენდთან ერთად, ამ შემოდგომას გაიმართა ახალ სივრცეში სახელწოდებით „უღრან ტყეში“, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.

25 დეკემბრის კონცერტს მუსიკოსები თავისი კოლეგის, მწვავე ლეიკემიით დაავადებული მევიოლინეს, ვატო მაღრაძის დასახმარებლად გამოიყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g