ბექა გოჩიაშვილი უკრაინა-რუსეთის ომს ეხმიანება და წერს, რომ ქართველებმა უფრო მკაფიოდ უნდა გააგებინონ უკრაინელებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ემიჯნებიან:
„ჩვენ აუცილებლად კიდევ უფრო უნდა ვაგრძნობინოთ უკრაინელ ხალხს, რომ ვემიჯნებით ჩვენს სამარცხვინო მთავრობის პოზიციას, შიშს და კოლაბორაციონისტულ იდეოლოგიას, რასაც „დიპლომატიურობად“ ასაღებენ.
3 ტყვიას გვესვრიან, 10-ს ვესვრით, სანამ არ ვაქცევთ პუტინს და პუტინის რუსეთს, სამუდამოდ განადგურებულ ბოროტებას.
როგორც ქართველებს, და როგორც ჩემს საკუთარ ოჯახს – ზუსტად ასე ვუდგავარ გვერდით უკრაინას და მათ თავისუფლებას!
რწმენა და არ დანებება!!
გადავხევთ, მაინც გადავხევთ!“
ნათია ფანჯიკიძე: „უკრაინა ჩვენც გვიცავს ახლა, ისაა შემაკავებელი, რომ ჩვენც არ მოგვაკითხოს ხვალვე…“
ნიკოლოზ რაჭველი: „თვალწინ დამიდგა 2008 წელი, განცდებით, ფიქრებით, მოქმედებათა რიგით, ემოციებით…“