LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია“ – პროკურორი მოწმის ჩვენებიდან

411
კესარია აბრამიძე, ბექა ჯაიანი

„კესარია აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია“, – ამის შესახებ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ, ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოში დასკვნით სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

აღნიშნული ფრაზა პროკურორმა, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ამოიკითხა.

პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე მტკიცებულებათა ნაწილი წარადგინა, მათ შორის, მკვლელობის იარაღი – დანა და შემთხვევის ადგილი.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ცნობილია – რა წერია დასკვნაში

ექსპერტიზის ჩასატარებლად ჯაიანი მოსამართლის განჩინების შემდეგ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოათავსეს.

პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს – 28 დაზიანება, რომელიც მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა.

პროკურორმა ასევე გამოაქვეყნა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უმეტესობაც ჯაიანის მხრიდან აბრამიძის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ:

„[ბექა ჯაიანი] უმოწმებდა ტელეფონს, უკრძალავდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს. [მოწმეს] არაერთხელ გაუგია სახლიდან მტვრევის ხმა, უნახავს კესარიას დაზიანებები“.

„მირჩევნია ჩემი შვილი იყოს მკვდარი, კესარია ცოცხალი“- კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის დედა

„ჩემი შვილი მკვდარი იყოს მირჩევნია, კესარია ცოცხალი და ბექა მკვდარი“, – ამ კომენტარით უპასუხა მედიას 37 წლის წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის დედამ, ნინო ლომაიამ. ვიდეო: „მინდა, მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო, მე ორივეს ვტირი“ – რა უთხრა კესარია აბრამიძემ ბექა ჯაიანის დედას მკვლელობამდე მოკლე კომენტარით, ნინო ლომიძემ ტვ „რუსთავი […]

კიდევ ერთი მოწმის ჩვენებით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს სისტემატურად აკონტროლებდა.

„იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, რისი მიზეზიც ბექა ჯაიანი იყო. ბექა მას ამცირებდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო და ამის გამო სცემდა, თითქმის ყოველდღიურად სცემდა, დალურჯებული სხეული მაჩვენა, რისი მიზეზიც ტელეფონზე შესული შეტყობინება იყო, რისი ჩვენებაც ჯაიანმა სთხოვა, უარის შემდეგ კი ის სცემა“, – აცხადებს მოწმე.

კიდევ ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მან მკვლელობის დროს კესარია აბრამიძის ყვირილი გაიგო:

„ნუ მირტყამ, არ დამარტყაო – შემდეგ კი, დაინახა როგორ ჩარბოდა კიბეებზე ბექა ჯაიანი“

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა“ – სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა

ექსპერტი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმეზე ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ კესარია აბრამიძეს სხეულის სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა და მწვავე სისხლნაკლებობა აღენიშნებოდა.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g