LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ლილუაშვილი: „გიორგი გახარიას დასამალი არაფერი აქვს“

255
ბილ გეიტსი (2)

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაბარებაზე, სადაც 20 ივნისის საქმეზე არის დაბარებული, გუნდის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ეს პერსონალურად გახარიას გადასაწყვეტია და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, პარტია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას გააგრძელებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” გადაცემაში ისაუბრა.

„ეს არის ინდივიდუალურად გიორგი გახარიას გადასაწყვეტი. ინდივიდუალურად ჩემი ან გუნდის სხვა წევრების პოზიციას რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არ არის და აქაც არაფერია გასაკვირი – ეს არ არის კოლექტიურად მისაღები გადაწყვეტილება. კონტექსტურად, არანაირი კავშირი ლეგიტიმაცია – არა ლეგიტიმაციის კონტექსტთან ამას არ აქვს.

მე, ამ შემთხვევაში, სხვა პრიზმიდანაც შემიძლია ეს საკითხი დავსვა – ჩვენ და, ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას, დასამალი არაფერი აქვს.

როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ლილუაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g