LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ონიანს პირველი უარყოფითი ან ნულოვანი რეზუსის სისხლი ესაჭიროება

238
ბექა ონიანი

ბექა ონიანს, რომელიც ხელოვნურ კომაში იმყოფება, მოქალაქეების დახმარება სჭირდება – ის პირველი უარყოფით ან ნულოვანი რეზუსის სისხლს საჭიროებს.

„ფიზიკურად იძალადა, წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო…“ – ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით შსს-მ ერთი პირი დააკავა

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი ჯგუფის სისხლის გაღების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 597113622

„ბექა ონიანი, ბიჭი, რომელსაც სასტიკად სცემა პოლიციელის შვილმა, საჭიროებს პირველ უარყოფით ან ნულოვანი რეზუსის სისხლს.

ტრანსპორტირების ხარჯი ანაზღაურდება, ამის გამო არავინ დაბრკოლდეთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

პროკურატურამ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

🆘 🆘 🆘 ბექა ონიანს ბიჭი რომელსაც სასტიკად სცემა პოლიცელის შვილმა საჭიროებს პირველ ურყოფით ან ნულოვანი რეზუსის სისხლს ….

Posted by Nanuka Zhorzholiani on ორშაბათი, 19 მაისი, 2025

ცნობისათვის, პროკურატურამ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

ბექა ონიანის წევრების განცხადებით, მას ექიმები ამ დრომდე ხელოვნურ კომაში ამყოფებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g