LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა პატურაშვილის ვაჟმა მეექვსე ქიმიოთერაპია დაასრულა – “წინ ოპერაცია გველოდება”

1436
ბექა-პატურაშვილი

ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი წერს, რომ მისი ვაჟის, ალექსის ქიმიოთერაპიამ წარმატებით ჩაიარა. შეგახსენებთ, პატარა ალექსი მძიმე დაავადებას ებრძვის.

,,როგორც იქნა, ქიმიოთერაპიის VI კურსით ეს ეტაპი დავასრულეთ !!! ყველანაირად დაღლილები ვართ, მაგრამ ეს ძალიან მაგარი გრძნობაა, ამხელა პროცესები რომ უკან ჩამოვიტოვეთ… ?✊ წინ მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს, ოპერაცია.. ვიცით და ქირურგებიც ამბობენ, რომ ეს ადვილი გასეირნება არ იქნება, მაგრამ გვჯერა, სამი კვირის შემდეგ მაგასაც წარმატებით გადავლახავთ!

მადლობა პირველ რიგში ალექსს და ნათიას, ამდენს და ასე მაგრად რომ უძლებენ… ასევე ალექსის ბებიას, ელენას რომელიც აქ ჩვენთან ერთად ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის. მადლობა ექიმებს და ყველას თქვენ, რომ ასე მაგრად გვიდგახართ გვერდით პირველივე დღიდან <3″.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები