LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა წიქარიშვილის და თორნიკე ბზიავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

59

ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სასამართლოს შესასვლელი კარის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მსახიობის მეგობრებმა, რეჟისორმა თორნიკე ბზიავამ და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა მანდატურს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ორივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g