საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე ე.წ. ჰაშიშის მოხმარებას ადასტურებს. როგორც კალათბურთელმა ტელეკომპანია იმედს განუცხადა, მან უცხოეთში წვეულებაზე დალია ალკოჰოლური საშუალება და მოიხმარა ე.წ. ჰაშიში.
” საქართველოში გამომყვა ”ჰაშიში”, რომელიც 0,4 გრამი იყო. ექსპერტიზის დასკვნაშიც წერია ეს ყველაფერი. ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს. ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახს, მთელ საქართველოს”, – განაცხადა წივწივაძემ.