სანამ ბექჰემების თაყვანისმცემლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ უმცროსი ვაჟიშვილის, კრუზის ვოკალური მონაცემების გამო, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ეს ფაქტი მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.
https://www.instagram.com/p/BEV9bJkzWcE/?taken-by=davidbeckham
ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა, რომელიც ცნობილი ვარსკვლავების მისამართით მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, ბექჰემებს „უსირცხვილოები“ იმის გამო უწოდა, რომ ისინი საკუთარი შვილის ნამღერს სოციალური ქსელით აქვეყნებენ. „ეს ცნობილი მშობლები, ჯერ უზომოდ შიშობენ და მკაცრად იცავენ თავისი შვილების ცხოვრებას, მეორე წუთს კი მათ ვიდეოს „ინსტაგრამზე“ აზიარებენ, რათა ყველამ ნახოს, რა ნიჭიერი შვილი ჰყავთ. მაგალითად, ბრუკლინიც, რომელიც ფოტოგრაფიით არის გატაცებული და მას უკვე ფოტოგრაფს უწოდებენ. რატომ არ უნდათ, რომ მათ უბრალოდ ჰქონდეთ ბავშვობა? როდესაც ისინი სკოლას დაამთავრებენ, თავად გადაწყვეტენ, რა გამოვიდნენ. თუ ისინი მოინდომებენ სიმღერას – იმღერებენ კიდეც“ – განაცხადა ჟურნალისტმა შოუს Good Morning Britain პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ვიქტორიამ უმცროსი ვაჟიშვილის ნაღერი „ინსტაგრამზე“ გააზიარა, კრუზ ბექჰემს უკვე შეარქვეს „ბრიტანელი ჯასტინ ბიბერი“.