ინფორმატორების მტკიცებით, ვიქტორია ბექჰემი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მისი უფროსი შვილი – ბრუკლინი, იმდენად დიდია, რომ პაემნებზე სიარული შეუძლია. ამის შესახებ თავად დევიდმა ერთ-ერთ გამოცემასთან ისაუბრა: „ვიქტორია მტკივნეულად განიცდის იმ ფაქტს, რომ ბრუკლინი აღარ არის პატარა, საყვარელი შვილი, არამედ უკვე დიდი ბიჭია, რომელიც დამოუკიდებლად ხვდება გოგონებს… ჩემთვის ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო!“- განაცხადა დევიდმა.
ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით, მისი მეუღლე განიცდის, რომ 17 წლის ბრუკლინი აღარ ასრულებს მის მითითებებს და უპირატესობას საკუთარ აზრს ანიჭებს.
როგორც აღმოჩნდა, ვიქტორიას ჰარპერის ფაქტორიც აწუხებს, რომელიც უპირატესობას მამასთან ყოფნას ანიჭებს.