როგორც ცნობილია, ბრუკლინ ბექჰემი და მისი მილიარდერი მეუღლე, ნიკოლა პელტცი, ოჯახურ დაძაბულობის ფონზე სამოგზაუროდ გაემართნენ. ისინი ზაფხულის ცხელ დღეებს სენ-ტროპეს ლაჟვარდოვან სანაპიროზე ატარებენ.
რამდენიმე საათის წინ ნიკოლამ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც ის მარტო და ასევე მეუღლესთან ერთად პოზირებს. ერთ-ერთ ფოტოში ნოკოლა სრულად შიშველია.
„საუკეთესო მოგონებები“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია პელტცმა. სწორედ მის სიშიშვლეს მოჰყვა დიდი გამოხმაურება მედიაში. საზოგადოება ბექჰემების რძლის ქცევას ნეგატიურად აფასებს.
„უგემოვნობის პიკი“, „სხვა საჩვენებელი არაფერი გაქვს?“ „ვიქტორია რას იტყვის?“, – არ წყდება კომენტარები.
ოჯახური დაპირისპირების ფონზე, ბრუკლინ და ნიკოლა პელტცები სენ-ტროპეს სანაპიროზე განცხრომას მიეცნენ