დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ნიუ-იორკში, ვარსკვლავურ რესტორანში მიმავალი გადაიღეს, წყვილი ხელიხელჩაკიდებული გადაადგილდებოდა. ორივეს საკმაოდ მკაცრი და ოფიციალური იერი ჰქონდა.
ამ დღეს 51 წლის დიზაინერს ღია ვარდისფერი კაბა ამშვენებდა, 50 წლის ფეხბურთელი კი ნაცრისფერ კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
„ბექჰემებთან ახალი სკანდალი მწიფდება“, „უფროსმა ვაჟმა ბოლო მოუღო მათ“, „აშკარად უხასიათოდ არიან“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, გასულ კვირას ლონდონში ვიქტორია ბექჰემის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის პრემიერა შედგა. დიზაინერსა და მომღერალს პრემიერაზე მხარი დაუჭირეს მისმა მეუღლემ დევიდ ბექჰემმა, სამმა შვილმა, დამ და მეგობრებმა, მათ შორის ევა ლონგორიამ და Spice Girls-ის მომღერლებმა, ემა ბანტონმა, მელანი სიმ და ჯერი ჰოლიველმა. ვიქტორიასა და დევიდის უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინმა და მისმა მეუღლემ, ნიკოლა პელტცმა, კვლავ გამოტოვეს ოჯახური ღონისძიება.






