ბერა ივანიშვილი მორიგ ვიდეოს ავრცელებს. ამჯერადაც მან რომანტიული სიუჟეტი მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაიღო.
ეს წყვილის მორიგი იმპროვიზაციაა, რომელსაც ბერა და ნანუკა თითქმის ყოველ დღე Tik Tok-ზე განთავსებული ვიდეოების საშუალებით მიმართავენ, რაც საზოგადოებაში მუდმივად დიდ ინტერესს იწვევს.
კორონავირუსის პანდემიისას აღნიშნული სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ბერას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოში მუსიკოსი მამასთან ერთადაც კი ცეკვავს.