რეპერი ბერა ივანიშვილი ძმასთან, ცოტნე ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. კადრები ძმებმა ვარჯიშის შემდეგ გადაიღეს.
“მომენტი, როცა კარგი ვარჯიშის შემდეგ, შენ თავს გრძნობ” – ვკითხულობთ პოსტში.
როგორც ჩანს, რაც დრო გადის, ისინი უფრო და უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს ფიზიკურად. ბერა ამ ფაქტს ხშირად უსმევს ხაზს, თავის პოსტებში.
შეგახსენებთ, ბერა და ცოტნე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შვილები არიან. ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები.