LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერდია სიჭინავა: „სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან – „ოცნება“ მოქალაქეებს ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება“

111
ბერდია სიჭინავა

„სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, არ რეაგირებს არც ერთი უწყება! ძალადობის პრევენციის და აღკვეთის ნაცვლად, “ოცნება“ მოქალაქეებს ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების გამოყენებით ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, ნათელი გახდა ორი რამ: ის ღიად დაუპირისპირდა ქვეყნის საგარეო კურსს და ასევე, ძალადობით დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს“.

სიჭინავამ თქმითვე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, მუქარას ადგილი აქვს არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ მათი ოჯახის წევრების, ქალების, ბავშვების, ყველას მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

„სამწუხარო ფაქტია, რომ 12 წლის თავზე ივანიშვილის „ოცნებას“ პოლიტიკის საკეთებელ ინსტრუმენტად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა დარჩა. „ოცნება”, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იდეით მოვიდა ხელისუფლებაში, 12 წლის თავზე დაშინების და ძალადობის ზუსტად იმ მეთოდებს იყენებს, რასაც თავად ებრძოდა. ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს, არ აქვს მომავალი. ხელისუფლება, რომლის მხარდაჭერა 30%-იც აღარ არის – აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელსაც ხელისუფლების მიწურულს ფიზიკური ძალადობით, დაშინებით, მუქარით და კორუფციით აკომპენსირებს.

სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცავ ორგანოებს და უსაფრთხოების სამსახურს, შევახსენებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება და ძალადობის აღკვეთა მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ახლა ივანიშვილი სამართალდამცავებს და მოქალაქეებს შეგნებულად ერთმანეთს აპირისპირებს, რაც არ უნდა დავუშვათ. ყველა ჩვენგანის საერთო მიზანი უნდა იყოს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები