რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ანგარიშსწორებაა.
საუბარია 16 მილიონზე მეტი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წაუყენებენ - რას ედავება პროკურატურა ბიზნესმენებს?
მისი თქმით, ივანიშვილმა დემოკრატიულ სივრცეზე და სხვა სტრუქტურებზე ფართობასშტაბიანი შეტევა დაიწყო.
„ივანიშვილის ხელისუფლება არ იყოფა. მას კოშმარად ახსენდება კოალიციურობის პერიოდი, როცა შებოჭილი იყო.
სტრასბურგის გადაწყვეტილებით ფრთაშესხმული ივანიშვილი ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადმოვიდა არა მარტო მთელი დემოკრატიული სივრცის, არამედ მისგან უკონტროლო სტრუქტურების მიმართაც.
“ვინც ჩემთან არაა, ის ჩემი მტერია”. იესომ თქვა, რელიგიაა, პოლიტიკა კი არა.
თანამედროვე პოლიტიკისთვის ეს მდარე პოლიტიკური აკვიატება მდაბიოთა არჩევანია. ეს გააზნაურებული მდაბიოც ცუდად დაამთავრებს,“ – წერს დავით ბერძენიშვილი.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს.
ისინი ბრალის წარდგენის მიზნით, პროკურატურაში დღეს დაიბარეს, რის შემდეგადაც პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. საუბარია 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე.