LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძნული სალათი და ბერძნული სამზარეულოს კიდევ ცხრა, ყველაზე პოპულარული კერძი

2146

რამდენად ხშირად აგემოვნებთ ახალ კერძებს? უჩვეულო და ორიგინალური კერძები, გემოს და არომატის ახალი სამყაროს გასაღებია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო ახალისებს და ამრავალფეროვნებს!

საკუთარი თავის გაკვირვების საუკეთესო საშუალება ექსპერიმენტის მოწყობა და რომელიმე ნაციონალური, მაგალითად – ბერძნული სამზარეულოს კერძის მომზადებაა, რადგან საბერძნეთი ყოველთვის მზესთან და ზაფხულთან, სტუმართმოყვარეობასა და მხიარულებასთან ასოცირდება. ეს არა მარტო ქვეყანას, არამედ გასტრონომიასაც ეხება. გთავაზობთ ბერძნული სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს, რომლებითაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გაანებივროთ საკუთარი თავი.

ბერძნული სალათი

კლასიკის გარეშე არაფერი გამოვა! ბერძნული სალათი ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც საბერძნეთის მთელ გასტრონომიულ სტილს განსაღზვრავს და მართალია, საბერძნეთი სამოთხეა ხორცის, თევზისა და ზღვის პროდუქტის მოყვარულთათვის, მაგრამ მსუბუქი ბერძნული სალათი, ბევრი გურმანისთვის მაინც ფავორიტად რჩება.

 

მუსაკა

მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის? მაშინ თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ უგემრიელესი მუსაკას მომზადება, რომელიც ბადრიჯნის და ხორცის ფარშის ე.წ. მობრაწულაა ბაშამელის სოუსით. არსებობს მუსაკას შედარებით მსუბუქი ვარიანტიც ვეგეტარიანელთათვის.

0ad6aedc7551fa8696fb4ac71a5049e6a9448617

 

აში ბერძნულად

ბერძნებს ძალიან უყვართ სხვადასხვა სახის მობრაწულები და ყველა თავმოყვარე ბერძენ დისახლისს თუნდაც ერთი საყვარელი რეცეპტი აქვს. თუ მუსაკა უკვე დააგემოვნეთ, ახლა ბერძნული აში მოამზადეთ, რომლის მთავარ ელემენტად რძიანი კარტოფილის პიურე ითვლება.

 

ფორთოხლის ღვეზელი

მართალია, ბერძნული დესერტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ფრანგულისგან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, ის ნაკლებად გემრიელია. ბერძნებს ძალიან უყვართ ფენოვანი ცომის ტკბილი ღვეზელები (ე.წ.”ფილო”) და ყოველთვის სიამოვნებით ამზადებენ მას მრავალფეროვანი ხილითა და სიროფით. აუცილებლად დააგემოვნეთ ფორთოხლის ღვეზელი და დარწმუნებული იყავით, რომ მისი გემო დიდხანს არ დაგავიწყდებათ.

4465733129a2218feca4d4cc415101c35cdde877

 

თხილის ბაქლავა

ტკბილი ბერძნული ცხოვრება ღვეზელებით არ მთავრდება. უგემრიელესი თხილის ბაქლავის პოვნა საბერძნეთის ნებისმიერ საკონდიტროში შეიძლება, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ უახლოეს მომავალში საბერძნეთში არ ვაპირებთ გამგზავრებას? მოსინჯეთ საკუთარი ძალები და უგემრიელესი ნუგბარი დამოუკიდებლად მოამზადეთ. სხვა დესერტის მსგავსად, ბერძნები თხილის ბაქლავასაც ფენოვანი ცომით ამზადებენ.

 

ზეთისხილი ყველის შიგთავსით

ზეთისხილის სამშობლოში ნამდვილად იციან მისი ფასი. ჩვეულებრივ, ბერძნები ზეთისხილს ღვინოსთან ერთად მიირთმევენ. თუმცა, ძალიან უყვართ ექსპერიმენტები და მას ან სხვადასხვა სურნელოვანი ბალახით კმაზავენ, ან ყველით ავსებენ.

 

ისპანახის წვნიანი ლიმონითა და ბრინჯით

საბერძნეთში ძალიან უყვართ ტრადიციული წვნიანი ”ავგოლემონო”, რომელსაც თურქები, იტალიელები და არაბებიც ხშირად ამზადებენ.  ”ავგოლემონომ” სახელი უძველეს დროში გაითქვა, მას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამზადებდნენ ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ კერძის მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს. ამჯერად, იპანახის წვნიანის მომზადებას ლიმონითა და ბრინჯით  გთავაზობთ.

 

კეფტა იოგურტის სოუსით

კეფტა ევროპული კერძია, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით რეგიონის ცენტრალურ ნაწილში სარგებლობს, ბერძნულ სამზარეულოში კი, ის აბსოლუტურად განსხვავებულ კოლორიტს იძენს. მოამზადეთ კერძი ბერძნულად თავად და დარწმუნდით მის უპირატესობაში.

0bfebe78d382e2b2fde0eb9f7db0db300f53db54

 

პიტა ცხვრის ხორცით

საბერძნეთში ძალიან უყვართ ხორცის კერძები. პიტა ცხვრის ხორცით კი, ბერძნებს არა მარტო უყვართ, არამედ დიდებულადაც ამზადებენ. პიტა ძალიან ჰგავს ევროპაში პოპულარულ ქაბაბს, რომლის მომზადება თავისუფლად შეგიძლიათ ბერძნულად – მხოლოდ ყველაზე სასარგებლო პროდუქტით. ტრადიციული ბერძნული სოუსის ძაძიკის ჩანაცვლება კი, არაჟნით ან ბერძნული იოგურტითაც შეიძლება.

 

კრევეტები ბერძნულად

როგორც ხმელთაშუაზღვის სხვა ქვეყნები, საბერძნეთიც მდიდარია თევზითა და ზღვის პროდუქტით. სწორედ ზღვის პროდუქტებია ადგილობრივების რაციონის მთავარი ელემენტი, რაც სხვათაშორის, მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც ეხმარება. თევზი და ზღვის პროდუქტბი მართლაც უამრავ სასარგებლო ვიტამინს, მინერალს და ცხიმოვან მჟავას შეიცავენ, რომლებიც ორგანიზმსაც აჯანსაღებენ და იმუნიტეტსაც აძლიერებენ. აიღეთ მაგალითი ბერძნებისგან და მოამზადეთ ვახშამი უგემრიელესი კრევეტებით.

31417b9ff44d390a73cc8b769d15e37252163952

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g