LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერგიუზარ ქორელი ეკრანზე დაბრუნდა – თურქი კინოვარსკვლავი ახალ სერიალში ქერა თმით გამოჩნდა

516
ბერგიუზარ ქორელი

 41 წლის თურქი მსახიობი ბერგიუზარ ქორელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეკრანზე დაბრუნდა. საუბარია ახალ სერიალზე „კვანძი“, სადაც ბერგიუზარი მთავარ როლს ასრულებს. სერიალის გადაღებები ბევრად დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო, როცა გაირკვა, რომ მსახიობი მესამე შვილს ელოდებოდა. ამიტომ გადამღები ჯგუფი ბერგიუზარ ქორელის შვილის დაბადებას ელოდებოდა.

სად გაქრა და როგორ შეიცვალა, შვილების გაჩენის შემდეგ, თურქული სერიალების ვარსკვლავი ბერგიუზარ ქორელი

ახალ სერიალში, რომელსაც მაყურებელი Amazon Prime Video-ს პლატფორმაზე ნახავს, ბერგიუზარ ქორელი ძლიერ ქალს განასახიერებს, რომელიც ფემიციდის წინააღმდეგ იბრძვის, სერიალი დეტექტიური ჟანრის გახლავთ. მთავარი პერსონაჟი ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის, მისი სამყარო თავდაყირა დგება, როცა მოულოდნელად მის შვილს მკვლელობაში ადანაშაულებენ.

ახალი სერიალისთვის ბერგიუზარ ქორელმა მკვეთრად შეიცვალა იმიჯი, ის ქერათმიანი გახდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g