LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბერიას გზას გაჰყვნენ, ბერიამ ხომ იცით, რა გააკეთა? რუსთაველის თეატრის მთავარი მსახიობები ჩასვა ციხეში.. მე უკვე ვფიქრობ, ხვალ არ დამიკაკუნონ“ – გიული ჩოხელი

294
გიული ჩოხელი

ვიღაც უნიჭო ზის მთავრობაში, ვისაც აღიზიანებს ნიჭი – ამის შესახებ ჯაზ-მომღერალმა გიული ჩოხელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბერიას გზას გაყვნენ, ბერიამ ხომ იცით, რა გააკეთა? რუსთაველის თეატრის მთავარი მსახიობები ჩასვა ციხეში, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის [მსახიობები] ჩასვა ციხეში, თუ ვიღაცა იყო ნიჭიერი… მე უკვე ვფიქრობ, ხვალ არ დამიკაკუნონ მე, რადგან მეც ნიჭიერი ხომ ვარ. არ გაბედოთ, თითს გიქნევთ.

გამოუშვით ჭიჭინაძე ანდრო, გამოუშვით ეს ადამიანი, როგორ გეკადრებათ, რა შეურაცხყოფას აყენებთ თქვენ ამ ახალგაზრდას, ამ ახალგაზრდა ნიჭს, რომელიც ჩვენ გვიყვარს გულით და სულით.
მზია, მზიაზე როგორ ვღელავ, რატომ აკეთებენ ასე, ქალები არ უყვართ, ახალგაზრდა ბიჭები არ უყვართ, ვინ უყვართ… მე მინდა ვუთხრა მზიას – გენაცვალე შენ, გენაცვალე შენს ხასიათში, შენს საქმეში, საქმიანობაში, მე ხომ ვიცი ყველაფერი, მე ვიცი, შენ ვინ ხარ… გაათავისუფლეთ ეს ადამიანი, რატომ უნდა მოკლათ” – ამბობს გიული ჩოხელი „ტვ პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g