გერმანიაში, 16-25 თებერვალს, „ბერლინის“ 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. დაჯილდოების დასკვნით საღამოს კრისტენ სტიუარტი ხელმძღვანელობდა.
მთავარი ჯილდო ფრანგი რეჟისორის, ნიკოლა ფილიბერის დოკუმენტურმა ფილმმა „ადამანტზე“ მიიღო. ჟიურის პრიზი გერმანელ რეჟისორ, კრისტიან პეტცოლდს გადაეცა, ფილმისთვის „წითელი ცა“.
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის 8 წლის სოფია ოტერომ დაიმსახურა, მთავარი როლისთვის ესპანურ დრამაში „ფუტკრების 20 ათასი სახეობა“. „დათვი“ კი „საუკეთესო სცენარისთვის“ ანგელა შანელეკმა მიიღო.