LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინელებს ძველი ტექნიკის შეკეთებისთვის ფულს გადაუხდიან

126
woman-fixing-broken-smartphone

სექტემბრიდან ბერლინში ფულს გადაუხდიან იმ ადამიანებს, ვინც ახალი გაჯეტების შეძენის ნაცვლად ძველის შეკეთებას გადაწყვეტს. ამ ფულით სარემონტო სამუშაოების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა მაინც იქნება შესაძლებელი, წერს I AM ExpaT.

გადასახადი 25-დან 200 ევრომდე იქნება. პროგრამა მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ისეთს როგორიცაა მაგალითად ყავის აპარატი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა თუ მაცივარი, ასევე ტელეფონებს და კომპიუტერებს.

ბევრი ადამიანი ამჯობინებს, რომ ძველი ტექნიკა გადაყაროს, რითაც ელექტრონულ ნარჩენებს ქმნის. ასეთი ნარჩენები ძალიან რთულად ან საერთოდ ვერ გადამუშავდება, მათი უტილიზაციისას კი ჰაერში ძალიან ბევრი მავნე ნივთიერება გამოიყოფა.

საინტერესოა, რომ ანალოგიური პროგრამის დამსახურებით საფრანგეთში 2 წლის განმავლობაში 178 ათასი საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობა გადაარჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები