LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინის ცენტრში შესაძლოა ავტომობილების გადაადგილება აიკრძალოს

26
berlinccenter

გერმანელი აქტივისტების დამსახურებით ქვეყნის დედაქალაქი შესაძლოა ავტომობილებისგან თავისუფალი უდიდესი ზონა გახდეს. შესაბამისი პეტიცია ჯერ კიდევ 2020 წელს შეიქმნა, საჭირო რაოდენობის ხელმოწერებიც მოგროვდა და ამ იდეას უკვე სენატი განიხილავს.

საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი თებერვალში გახდება. თუკი აქტივისტთა მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ბერლინის ცენტრში 88 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე ავტომობილთა გადაადგილება მკაცრად აიკრძალება.

თუმცა, ცენტრში მოხვედრას ყველას არ აუკრძალავენ. სპეციალური ნებართვა გაიცემა ექსტრემალური სამსახურების ავტომობილებისთვის, ნაგვის გადამზიდი მანქანებისთვის, ტაქსებისთვის და ასევე იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ემსახურებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები