წელს გერმანიამ ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავი აღნიშნა. მრავალფეროვან ღონისძიებათა შორის იყო ავტომობილთა აღლუმი. მსვლელობისთვის საბჭოთა ოკუპაციის მთავარი სიმბოლო მოდელი Trabant შეირჩა.
ამ ავტომობილებს გერმანელები მოფერებით „ტრაბის“ ეძახდნენ. მათი წარმოება 1957 წლის 7 ნოემბერს დაიწყო. ანუ მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაგზავნა და ავტომობილს Trabant ანუ გერმანულად „თანამგზავრი“ უწოდეს.

მცირელიტრაჟიანი მოდელის წარმოება 1991 წლამდე გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში კონვეიერიდან 3,5 მილიონი ეგზემპლარი ჩამოვიდა. „ტრაბებმა“ ბერლინის კედლის დაცემას გაუძლეს და გაერთიანებული გერმანიის სიმბოლოდაც იქცნენ. ავტომობილის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი უბრალოება იყო და შემორჩენილ მოდელებს გერმანელები დღემდე განსაკუთრბეული პატივისცემით ეპყრობიან.
