LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბერლინის კინოფესტივალის“ გამარჯვებულები დასახელდნენ

93
page

„ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის“ გამარჯვებულები დასახელდნენ. წელს 250-მდე ფილმი იყო წარმოდგენილი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული კინოფესტივალი წელს ფრანსუა ოზონის ახალი ნამუშევრით „პიტერ ვონ კანტით“ გაიხსნა, სადაც მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი იზაბელ აჯანი ასრულებს.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, „ოქროს დათვის“ ჯილდო „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში კარლა სიმონის გადაეცა ფილმისთვის „ალკარასი“. 

https://www.youtube.com/watch?v=32bE7ylLZso

„ვერცხლის დათვის“ მფლობელი კრელ დენი გახდა ფილმისთვის „დანის ორივე მხარე“. ჯილდო ასევე მჰონგ სანგსუმ მოიპოვა „ნოველისტის ფილმისთვის“.

ცნობისთვის, კინოფესტივალი ოფიციალურად 20 თებერვალს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები