LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინის ყველაზე გადატვირთულ მარშრუტს ელექტრო ავტობუსები მოემსახურება

137
Das-groesste-Stadtbusnetz-im-deutschsprachigen-Raum-Fancybox

ბერლინში ყველაზე ხალხმრავალ მარშრუტზე 17 ელექტრო ავტობუსი იმოძრავებს და ისინი საწვავზე მომუშავე ტრანსპორტს ჩაანაცვლებენ. ქალაქის ხელისუფლება გეგმავს, რომ 2030 წლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ეკოლოგიური გახადოს.

ბერლინში ელექტრო ავტობუსი უკვე დადიან (ამჟამად მხოლოდ 67 ერთეული), თუმცა ყველაზე გადატვირთულ მარშრუტზე გამოჩნდება გრძელი ავტობუსი ე.წ. „გარმონი“, რომელიც 99 მგზავრზეა გათვლილი. „გარმონებს“ ადრე არ იყენებდნენ, რადგან ასეთ ტრანსპორტს ბევრად მძლავრი ძრავი სჭირდება, თან დამუხტვასაც ბევრი დრო მიქონდა. თუმცა, ახალი დასამუხტი სადგურების დამსახურებით ბევრი რამე შეიცვალა და მათი გამოყენება უფრო კომფორტული გახდა.

ელექტრო ავტობუსების მწარმოებელმა კომპანიამ, ბერლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახალი ტრანსპორტის მართვის სისტემა შექმნა. პროგრამა მგზავრობის მანძილს, დამუხტვის სიჩქარეს და გათბობის სისტემის ეფექტური გამოყენების მეთოდებს ადგენს. გარდა ამისა, შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მგზავრებს გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და ელექტრო ავტობუსების დადებით მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენებს.

აღსანიშნავია, რომ ელექტრო ტრანსპორტზე ბევრი ევროპული ქალაქი გადადის. მაგალითად, პრაღაში ტროლეიბუსების დაბრუნება გადაწყდა, პარიზში 800 ელექტორნული ავტობუსის შეყვანას გეგმავენ, უნგრეთის ყველა დიდ ქალაქში კი 2030 წლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეკოლოგიური ვერსიით უნდა ჩანაცვლდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g