ბერლინის ზოოპარკი აპირებს დაიქირაოს სპეციალისტი, რომელიც 2 თვის ბეჰემოთს წყალთან მიჩვევაში უნდა დაეხმაროს. სიახლის შესახებ yahoo.com წერს.
მართალია ბეჰემოთები წყალში ცხოვრობენ, თუმცა ცურვა არ იციან. ისინი წყალში გადაადგილების დროს ფეხებს იხმარენ. ტრენერი ყურადღებას მიაქცევს, რომ გოგონამ თავის სწორად დაჭერა შეძლოს და არ დაიხრჩოს.
საინტერესო პოზიციის დაკავების მსურველებს კარგი ფიზიკური მომზადება უნდა ჰქონდეთ და ცხოველის დასახმარებლად მისვლა ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ