LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში ქართული წარმოების აგროსასურსათო პროდუქციას გაეცნენ

112
მწვანე კვირეული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ბერლინში, გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ორგანული წვენები, ლიმონათი, თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თაფლი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი. სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.

გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მონაწილეობდა, რომელმაც დამთვალიერებლებს  საქართველოს ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები გააცნო.

„მწვანე კვირეული“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს. წლევანდელ ღონისძიებაში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1400-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

magti 5g