საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა,- ამის შესახებ ეკა ბესელიამ გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს და გაარკვევს, რატომ არ დაიჭირეს ეს ადამიანი, როცა იგივე ქმედებისთვის სხვები დააკავეს.
“ხმაურიანი გვარია და არ მინდა ამ ადამიანს ზიანი მივაყენო. რამდენიმე გვარია, რომელსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება აქვს ჩადენილი, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს, უკანონოდ გავრცელებას ვგულისხმობ. ის ადამიანი საინტერესო გვარით რომ არის, იგივე ქმედებისთვის ხელშეუხებელია”, — განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, არავისი დასჯა და დაპატიმრება არ უნდა, გარდა იმისა “ვინც ეს საზიზღრობა დაგეგმა”. კითხვაზე, ემთხვევა თუ არა ეს გვარი პარლამენტის დეპუტატის გვარს, ეკა ბესელია ამბობს, რომ “კი”.