LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელიასთვის ცესკოს დაკომპლქტების ახალ წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები გაუგებარია

48

ეკა ბესელიასთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლქტების ახალ წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის არგუმენტები და მოტივირებული შენიშვნები გაუგებარია. დეპუტატმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ შეეხება.

”ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეა მიბმული, თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ შეიცვლება. ამიტომ პრეზიდენტის არგუმენტი სრულიად გაუგებარია. ყველა სხვა ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში აისახა არის ტექნიკური, საორგანიზაციო და საარჩევნო პროცესის მომწესრიგებელი”, – აღნიშნა ბესელიამ.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ სამ საკანონმდებლო პროექტს დაადო ვეტო. მათ შორის არის საარჩევნო კოდექსში განხორციელებული  ცვლილება, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებისა და  ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g