LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ

92

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბესიკ ხარძიანის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ფარიდ გურბანოვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ბრალდებულ ოლეგ დოევს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის მარტში ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ხარძიანის მკვლელობაში ბრალი ფარიდ გურბანოვსა და ოლეგ დოევს წაუყენეს, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული, ვინაიდან მათ საქართველოს ტერიტორია მკვლელობის დღესვე დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g