მომღერალი ნუგზარ კვაშალი გურიაში და ჟუნრალისტი ბესო ჩუბინიძე კი რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურას აყენებენ.
როგორც ბესო ჩუბინიძემ “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, ისინი კენჭს პარტია “ქართული ფესვებიდან” იყრიან.
პარტია 2020 წლის თებერვალში აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დაარსეს.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, “ქართული ფესვების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში ზურაბ ცინცქილაძე, ქუთაისში – ნათია ჯიმშერეიშვილი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში – ნოდარ ლიპარტელიანი იქნებიან.
ბესო ჩუბინიძემ ჩვენთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ პარტიის დანარჩენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ეტაპობრივად წარადგენენ.