ბესო კალანდაძე ჟურნალ „სარკეს“ (8 ოქტომბრის ნომერი) მეორე ნახევრის შეახებ საუბრობს და ამბობს, რომ მასში ძლიერი ხასიათი ხიბლავს:
„საკმაოდ დიდი ვიყავი, მედეა რომ გავიცანი, დაახლოებით, 34 წლის, ის კი 27 წლის იყო. ერთად მოგვიწია წასვლამ ისრაელში, გასტროლებზე, 1989 წელს. გივი სიხარულიძეს მოცეკვავე გუნდი ჰყავდა და მედეა ამ გუნდში იყო, სწორედ ასე დავახლოვდით, მერე ოჯახი შევქმენით.
თქვენი ცოლის რომელი თვისება მოგწონთ ყველაზე ძალიან?
ჩემი მეუღლე ძლიერი ქალია. რაც მომწონს მასში, არის ის, რომ გვერდში დგომა იცის. თუ გაგიჭირდება, გვერდში უანგაროდ ისე დაგიდგება, რომ ბევრი მამაკაცი ვერ შეძლებს ამას. მედეა ჩემზე სულ ამბობს, თქვენ არ იცით, როგორი წესიერი მამაკაციაო…