LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BET Awards-2017: ყველაზე წარმატებული აფროამერიკელები გამოვლინდნენ

82

25 ივნისს ლოს-ანჯელესში BET Awards-2017-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ყოველწლიურად აფროამერიკული წარმოშობის ადამიანებს სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისთვის აჯილდოვებენ.

საღამოზე მსახიობები, მუსიკოსები, წამყვანები და სხვა ცნობილი ადამიანები იმყოფებოდნენ, თუმცა მან მთავარი წარმომადგენლის, ბიონსეს გარეშე ჩაიარა, რომელმაც საღამოზე დასწრება გასაგები მიზეზებით ვერ მოახერხა. ვარსკვლავმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა: ალბომისთვის „Lemonade“, სიმღერისთვის „Sorry“, კატეგორიაში „საუკეთესოR&B შემსრულებელი ქალი“ და „ხალხის სიმპათია“.

ნომინაციაში „საუკეთესო R&B შემსრულებელი მამაკაცი“ ბრუნო მარსმა გაიმარჯვა.

პრიზის გარეშე არც მიშელ ობამა დარჩა, რომლმაც მადლობა ტელეხიდის საშუალებით გადაიხადა.

საღამოს კიდევ ერთი ვარსკვლავი სერენა უილიამსი გახდა, რომელმაც მადლობა დისტანციურად გადაიხადა, რადგან ღონისძიებაზე მისვლა ასევე ვერ შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები