LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეთანიაში სათხილამურო ტრასა განახლდება

137
ბეთანია

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ბეთანიაში სათხილამურო კურორტის მოწყობის პროექტზე იწყებს მუშაობას.

პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500 მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.


რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს – ბეთანიაში სათხილამურო ტრასა განახლდება. უპირველესად, უშუალოდ ფერდზე ჩატარდება მიწის სამუშაოები, საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რადგან გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. სწორედ სააგენტოში შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ბეთანიაში ყველა სეზონზე იყოს შესაძლებელი სრიალი. ამ არეალს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g