LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ „ოქროს ჟოლოს“ ფავორიტია

49

ფილმი „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ „ოქროს ჟოლოს“ ნომინაციების ლიდერია. პრემიაზე, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ ფილმებს ავლენს, ის ექვს ნომინაციაზეა წარდგენილი.

ზაკ სნაიდერის ნამუშევარი შემდეგი კატეგორიებისთვის „იბრძოლებს“: „ყველაზე ცუდი რეჟისორი“, „ყველაზე ცუდი სცენარი“, „ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი“ (ჰენრი კავილი და ბენ აფლეკი), „ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი“ (ჯესი აიზენბერგი), „ყველაზე ცუდი ფილმი“ და „ყველაზე ცუდი რიმეიქი“.

მეორე ადგილზე ნომინაციების მხრივ „თვითმკვლელთა რაზმია“ – „ოქროს ჟოლოს“ მფლობელი შესაძლოა გახდნენ ჯარედ ლეტო ჯოკერის როლისთვის და მარგო რობი ჰარლი ქუინის როლისთვის.

პრემიის ნომინანტების საბოლოო სია 23 იანვარს გამოქვეყნდება, ხოლო თავად ცერემონია ტრადიციისამებრ „ოსკარების“ წინა საღამოს, 25 თებერვალს გაიმართება.