LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრ ქალს ჰგონია, რომ კლიმაქსი არის ალები და მენსტრუაციის შეწყვეტა, თუმცა არსებობს პირველი ნიშნები, რომლებსაც საერთოდ არ ვუკავშირებთ ამ მდგომარეობას…“ – ექიმი გინეკოლოგი მაია პარკაია, მენოპაუზის 3 მოულოდნელი ნიშნის შესახებ

19067
მაია პარკაია

ექიმი გინეკოლოგი, მაია პარკაია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს სადაც მენოპაუზის 3 მოულოდნელი ნიშნის შესახებ ინფორმაციას უზიარებს თავის გამომწერებს.

გინეკოლოგი იმ პირველი სიმპტომების შესახებ გვიყვება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ამ მდგომარეობასთან.

„ბევრ ქალს ჰგონია, რომ კლიმაქსი, ალები და მენსტრუაციის შეწყვეტაა, თუმცა არსებობს პირველი ნიშნები, რომლებსაც საერთოდ არ ვუკავშირებთ ამ მდგომარეობას, ესენია:

შფოთვა და უძილობა – აბრალებ სტრესს სამსახურში, ფიზიკურ დატვირთვას, თუმცა ეს ესტროგენების კლების პირველი ნიშანია.

კანის სიმშრალე სახეზე, კანზე, ვულვის არეში – ქავილი, განსაკუთრებით ღამის საათებში, დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს, დამატენიანებელი კრემები არ შველის, რადგან ეს არ არის გარეგანი პრობლემა.

სახსრების და კუნთების ტკივილი – განსაკუთრებით დილაობით. მიმართავენ ორთოპედს, რევმატოლოგს, მაშინ, როდესაც აუცილებელია ესტროგენების გამოკვლევა, რადგან უშუალოდ ეს ჰორმონი იცავს თქვენს ძვლებს მოტეხილობებისგან.

კლიმაქსი არ არის განაჩენი, ეს არის ქალის ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადასვლა. დროულად მიმართეთ ექიმს, რომ ეს პერიოდი იყოს უმტკივნეულო და კომფორტული“ – ამბობს მაია პარკაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები