ნინო ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებს“ (8 სექტემბრის ნომერი) უმხელს თავის ყველაზე დიდ ოცნებას, რომელიც ჯერჯერობით ვერ აიხდინა.
ნინო ჩხეიძე:
თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, არაფერს შევცვლიდი, გარდა ერთისა – ბევრ შვილს გავაჩენდი. როცა ასაკით პატარა ხარ, ვერ ხვდები, საქმეს, კარიერას დიდი დრო და ენერგია მიაქვს და ფიქრობ, მერე და მერე ყველაფერს მოასწრებ. მოკლედ, ამ გადმოსახედიდან, ამას შევცვლიდი და ბევრ შვილს გავაჩენდი. ერთი შვილი მყავს, თუმცა არ მაქვს ფარ-ხმალი დაყრილი და არ არის გვიან (იცინის).